ჩვენს შესახებ

შპს "პირო-არტი"-ს დამფუძნებლები 2000 წლიდან ვასრულებთ პიროტექნიკურ სამუშაოებს. დღევანდელ დღემდე ჩვენ ჩავატარეთ უამრავი ჩვენება და დავაგროვეთ დიდი გამოცდილება.

შპს "პირო-არტი"-ს ხელმძღვანელობა თვალყურს ვადევნებთ და ვიღებთ უახლეს ინფორმაციას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოწყობილი ფოიერვერკის შესახებ. ჩვენმა თანამსრომლებმა პრაქტიკა და კონსულტაციები გაიარეს ჩინელ, რუს, გერმანელ, ესტონელ, თურქ და ინგლისელ კოლეგებთან. ზემოთ ნახსენებ კოლეგებთან ერთად შესრულებული გვაქვს სხვადასხვა სახის და სიმძლავრის პიროტექნიკური სამუშაოები.

ჩვენი არსენალი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ პიროტექნიკური შოუ რომელიჩ აღაფრთოვანებს ნებისმიერ აუდიტორიას. კომპიუტერული და დისტანციური მართვის საშუალებით შეგვიძლია ზუსტად და სინქრონულად შევასრულოთ გასროლები მუსიკის ფონზე

ჩვენ გვაქვს კარგი რეპუტაცია, ჩვენი სამუშაო გამოირჩევა საიმედოობით და პროფესიონალიზმით, რომელიც იძლევა სამუსაოს სესრულების მაღალი ხარისხის გარანტიას. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ფაქტორს, რომელიც გავლენას იქონიებს ჩვენებაზე. ჩვენი პროფესიონალიზმის დამადასტურებელია ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოთა დიდი ჩამონათვალი, აგრეთვე უამრავი მადლობის წერილები მიღებული სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სამინისტროებიდან, უზხოეთის ქვეყნების საელჩოებიდან.

ყველაზე ხშირი სიტყვები რომლებიც ჩვენ გვესმის არის - "ჩვენ ეგეთი რამ სიცოცხლის მანძილზე არასდროს გვინახავს"

ნუ ენდობით ყველას გვენდეთ პროფესიონალებს და დაგვიკავშირდით

"როდესაც მზე ჩადის ჩვენ ვანათებთ"

მიზეზი თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:

  1. ყველა ჩვენი თანამშრომელი არის უმაღლესი განათლებით და გავლილი აქვთ პიროტექნიკური შოუების მოწყობის პრაქტიკა და უსაფრთხოება
  2. თქვენ მოგემსახურებათ ყველაზე მეგობრული და კეთილგანწყობილი მენეჯერები
  3. ჩვენ გვაქვს საუკეთესო ნაწარმი ესპანელი, ჩინელი და რუსი მწარმოებლებისგან რაც იძლევა შოუს უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას
  4. ჩვენ გვაქვს დისტანციური მართვის პულტი ყველა ტიპის ფოიერვერკისათვის და 100% -იანი საიმედობა
  5. ჩვენ თვითონ ვიღებთ ყველა ნებართვას, რაც საჭიროა ჩვენების ჩასატარებლად
  6. ჩვენთან მუშაობს სისტემა რომელიც, დამკვეთს დამატებით საჩუქრად უწყობს სიურპრიზს